.

ვინ ვართ ჩვენ

          სამშენებლო კომპანია „ლიდერ გრუპი’’ ქართულ ბაზარზე 2013 წელს დაარსდა და დაარსების დღიდან უწყვეტ აქტიურ და წარმატებულ სამშენებლო საქმიანობას ეწევა.

  „ლიდერ გრუპის“ შექმნის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც შეიკრა მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი სპეციალისტების გუნდი, რომლის თითოეულ წევრს სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.
ჩვენი მისიაა მომხმარებელს შევუქმნათ თანამედროვე კომფორტული საცხოვრებელი და სამუშაო გარემო.

  ჩვენი პრიორიტეტია უახლესი სამშენებლო ტექნოლოგიებისა და უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენება სამშენებლო პროცესში. ჩვენ გვჯერა, რომ მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტების პროფესიონალიზმი და მსოფლიო დონის წამყვანი კომპანიების მასალების გამოყენება უზრუნველყოფს  შენობის მდგრადობას და ეფექტურობას. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენი მომხმარებლის ნდობის გამართლებისა და მათი უსაფრთხოების დაცვის საკითხებს.

.